რა ტვირთი შედიოდა და გადიოდა ყულევის პორტიდან - ევროკავშირი "ოცნებას" პირობას უყენებს
ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსულ ნავთობზე სრულად უარის სათქმელად 6 თვე დარჩა. ქარხანა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა და თუ რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ საქმიანობას არ შეწყვეტს, 2027 წლის 1 იანვრიდან მასთან ყველა პირდაპირი და ირიბი ტრანზაქცია აიკრძალება.
ევროკომისიის ცნობით, ყულევის ქარხანა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემის ნაწილად განიხილება. მთავარი კითხვაა, რა ტვირთი შედიოდა და გადიოდა რეალურად ყულევიდან. კომპანია Black Sea Petroleum სანქცირებული რუსული ნავთობის გადამუშავებას უარყოფს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სანქციები უსაფუძვლოა და იმედოვნებს, ევროკომისია გადაწყვეტილებას გადახედავს. „ქართულ ოცნებაში“ კი პასუხისმგებლობას კერძო კომპანიაზე მიუთითებენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.