სანაიას საქმე და ევროკავშირის მკაცრი გზავნილი - რას ითხოვს ბრიუსელი
ევროკავშირი ჟურნალისტ ვახო სანაიას გათავისუფლებას მოითხოვს. ბრიუსელი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა მის დაკავებას და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელის პოსტის გამო ჟურნალისტის პატიმრობა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს.
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სწორედ მედიის თავისუფლების შეზღუდვა და რეპრესიული კანონებია. პოლიტიკოსების თქმით, ჟურნალისტებზე ზეწოლა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო აზიანებს.
უკვე მესამე დღეა, „ქართული ოცნება“ დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის ობიექტია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მედიის წინააღმდეგ რეპრესიული ნაბიჯები გრძელდება, ხოლო ხელისუფლება ამ ქმედებებს სიძულვილის ენასთან ბრძოლის აუცილებლობით ხსნის.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.