რას უპირებენ ჩორჩანას საგუშაგოს - დე ფაქტო ცხინვალის განცხადება და თბილისის დუმილი

24.07.26 20:58
რას უპირებენ ჩორჩანას საგუშაგოს - დე ფაქტო ცხინვალის განცხადება და თბილისის დუმილი

ჩორჩანის საგუშაგო კვლავ პოლიტიკური და უსაფრთხოების დღის წესრიგის ცენტრშია. ერგნეთში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ საკითხი საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თუმცა, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში არაფერი თქვა, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გზავნილები სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.

დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ კოჩიევი ამბობს, რომ ქართული მხარის პასუხებმა მას იმედი გაუჩინა, თითქოს ჩორჩანის საგუშაგო მალე აღარ იარსებებს.

რა ისეთი პასუხები მოისმინა ქართულმა მხარისგან საოკუპაციო რეჟიმმა, რომ ასეთი მოლოდინი გაუჩნდა? ამ კითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. უწყებას არც ის განუმარტავს, რა პოზიცია დააფიქსირა მისმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დღეს ჩორჩანის ტყე დაკარგულ ტერიტორიად მოიხსენიეს, თუმცა საგუშაგოს შესაძლო აღებაზე ან გაუქმებაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს.

გამოიყენებს თუ არა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ამ განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ, ამას დრო აჩვენებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები