"ბწკენის პროვოცირება მოახდინეს" - "ოცნების" დეპუტატი ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე

25.07.26 15:42
"ბწკენის პროვოცირება მოახდინეს" - "ოცნების" დეპუტატი ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე

"ოცნენბის" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ყულევის ქარხნის დასანქცირებით, ევროკავშირმა საქართველოზე "ერთგვარი ბწკენის პროვოცირება მოახდინა".

"მთელი რიგი ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ნავთობით "- ამ სიტყვებით იმართებლდა თავს დღეს მედიასთან ივანიშვილის გუნდის წევრი. 

მთელი რიგი ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ნავთობით. იგივე ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოც რუსეთის ნავთობით ვაჭრობს. მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ერთგვარი ბწკენის პროვოცირება მოახდინეს. უნდათ ნეგატიური ფონი ხელოვნურად შექმნან, რომ ამით შიგნითაც უდღეურ ოპოზიციას სალაპარაკო და გულისმოსაფხანი ცოტა ხანი მაინც მისცენ. ზოგადად ხომ ვიცით, ძალიან ბევრს, ქვეყნის გარეთ და ქვეყნსი შიგნით ძალიან აღელვებთ ის ფაქტრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს, აგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად. 

მსგავსი სიახლეები