ჩანაწერები დახურული სასამართლო პროცესიდან - რას ითხოვს "ოცნების" სატელიტად მიჩნეული პარტია
"შაბათის ეთერმა" დახურული სასამართლოდან ჩანაწერები მოიპოვა - პროცესებზე, სადაც ოპოზიციის ლიდერებს ასამართლებენ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნიკოლეიშვილმა ღიად თქვა, რომ გაერთიანების მიზანი საკონსტიტუციო ჩანაწერის შეცვლაა, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირზე.
- „ნეიტრალური საქართველო“ ნანა კაკაბაძის, ლევან ნიკოლეიშვილის, ვატო შაქარიშვილის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების მიერ დაფუძნებული პარტიაა.
ეს კიდევ ყველაფერი არ არის: პროკურატურის საქმეში, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, დევს ჩვენება, რომ "ამერიკული დაზვერვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა".
"პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმეებმა ილაპარაკეს "ქართული ოცნების" ლიდერების დასანქცირებაზე და თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან საქართველოდან და ამერიკიდან კონკრეტული პირები იდგნენ.
ჩანაწერების მიხედვით, ოპოზიციის დევნის საქმის სასამართლოზე, მოწმე ნანა კაკაბაძის საუბრის ერთ-ერთი მთავარი „მხედრიონის“ როლი საქართველოს განვითარებაში თემა იყო. ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე "მხედრიონის" ქმედებებს ამართლებდა და ამტკიცებდა, რომ რაც აქამდე გვესმოდა, ყველაფერი მოგონილია.
ნანა კაკაბაძე, რომელიც დღეს ოპოზიციის ლიდერების ციხეში ჩასმას ითხოვს, წლების წინ ჯაბა იოსელიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. „მხედრიონის“ დამცველისთვის ამ ორგანიზაციის ქმედებები მისაღებია, ხოლო ქუჩაში, პროდასავლური კურსის დასაცავად გამართული აქციები - კრიმინალური ქმედებაა. პროკურატურის მოწმე ბოლოს იქამდეც კი მივიდა, რომ ფოერვერკსა და ავტომატს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.