თბილისში "შაბათის მარში" შეცვლილი მარშრუტით ტარდება
"შაბათის მარში" ახალი ლოკაციიდან დაიწყო - მოქალაქეები ავლაბრის მოედნიდან დაიძრნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ.
დღევანდელი მარში ჟურნალისტ ვახო სანაიას და სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობას ეძღვნება.
ბოლო რამდენიმე თვეა, შაბათობით ტრადიციული მსვლელობა ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობა ეწყობოდა, თუმცა მერიამ რუსთაველის გაზირის რეაბილიტაცია დაიწყო, რასაც პროტესტის მონაწილეობის მარშრუტის შეცვლა მოჰყვა.
"არა რუსულ ოკუპაციას", "სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს"- სკანდირებენ მარშის მონაწილეები. მათ ადგილზე საქართველოს და უკრაინის დროშები აქვთ მიტანილი.
მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩრვნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები.