უმჯობესი იქნება, ჩემი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ მიხეილ სააკაშვილი თვლის,რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.
რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას." - წერს სააკაშვილი.
საქართველოს მესამეპრეზიდენტის ვრცელი მიმართვა ნახეთ აქ