რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ - სალომე ზურაბიშვილი
რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიების საბოტაჟის მუხლით დაწყებას გამოეხმაურა.
- 24 და 25 ივლისს, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყალი.
ქალაქი გაჭედილია, დენი აღარ არის. საბოტაჟებზე გველაპარაკებია, მაგრამ ვერაფერს აგვარებენ. ქალაქში ტრანსპორტი აღარ არის, ხალხი მეტროში იჭედება. ანუ ქვეყანა არ იმართება, სად არიან წასული არ ვიცი, არავინ არავითარ განცხადებას არ აკეთებენ. მგონი, რუსეთში გაიქცნენ, შეიძლება, ხვალ დილით გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ აღარ არიან. ასე რომ მოვემზადოთ, ბოლო ახლოს არის"- თქვა მან "ტვ პირველთან"
მისი თქმით, საბოტაჟის თემას ყველა დიქტატორული რეჟიმი იყენებს თავისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.
ზურაბიშვილის თქმით, ზედიზედ ორჯერ ელექტროენერგიის გათიშვა, აფრიკის ქვეყნებშიც კი არ ხდება.
რა დაწერა ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში?
“საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან… ყველას, რუსეთის გარდა!” - წერს ზურაბიშვილი.