"ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

26.07.26 14:05
"ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის მონაწილეები დღეს იმერეთს ეწვევიან, სადაც მომდევნო სამი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრებს გამართავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ინიციატივის მიზანი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დიალოგის გაღრმავება, ერთმანეთის მოსმენა და საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებაა.

ტურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან, მეტი ინფორმაციის მირება იმ არსებულის პრობლემების შესახებ, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ,იმ გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ, მათი აზრის მოსმენა და მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ჩვენ გვქონდა სხვა რეგიონებშიც, გვექნება იმერეთში და ვაპირებთ ასევე შიდა ქართლში, კახეთში და სხვა რეგიონებიც მოვიცვათ მომავალში, - ამბობს ტატო ქელბაქიანი. 

მსგავსი სიახლეები