პაატა ბურჭულაძის ინიციატივა – ვინ დათანხმდება და ვინ არა საპროცესო შეთანხმებას?

26.07.26 20:12
პაატა ბურჭულაძის ინიციატივა – ვინ დათანხმდება და ვინ არა საპროცესო შეთანხმებას?

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბრძოლის გასაგრძელებლად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაზე ყოფნაა. ამასთან, ბურჭულაძე აცხადებს, რომ თავად საპატიმროს იქამდე არ დატოვებს, სანამ ბოლო პოლიტპატიმარიც არ გათავისუფლდება.

გაითვალისწინებენ თუ არა მსჯავრდებულები ბურჭულაძის მოწოდებას? ამ საკითხზე პოზიციები განსხვავებულია. „სასახლის ღობის საქმეზე“ მსჯავრდებულთა ნაწილი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დანაშაულის აღიარებას არ აპირებს.

თუმცა, მეორე ნაწილი საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ციხიდან გათავისუფლებას ამ გზითაც არ გამორიცხავს.

ვინ ეთანხმება პაატა ბურჭულაძის ინიციატივას და ვინ ამბობს კატეგორიულ უარს საპროცესო შეთანხმებაზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები