არჩევნებში მონაწილეობა თუ ბოიკოტი - რას ამბობს ოპოზიცია
დემოკრატიული არჩევნების ნაცვლად – პარტიების აკრძალვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხი იმ მოთხოვნაზე, რომელიც ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და საარჩევნო წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ოპონენტების შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად ოპოზიციის აკრძალვის გზას ირჩევს.
როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა? უპარტიო პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც ოპოზიციონერების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ნიშნები იკვეთება, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებაა საჭირო. ამ საკითხზე ბორის ჩელე ყურუამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.
ბოიკოტი თუ არჩევნებისთვის მზადება? „ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლოს და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად არჩევნებისთვის მზადება გააგრძელოს. „ლელოში“ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ აქტიური პოლიტიკური ბრძოლისა და ყველა არსებული ბერკეტის გამოყენებით არის შესაძლებელი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.