აქტივისტები: პოლიციის მაღალჩინოსანმა სტუდენტს სახეში ხელი ჩაარტყა [ვიდეო]
დაკავებების სერია საკრებულოსთან - აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა ტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.
დაკავება მოხდა შერჩევითად, ის მოქალაქეები ამოარჩიეს, რომლებსაც, რომლებსაც ბანერი საერთოდ არ ეჭირა. რამდენიმე მოქალაქე ძალადობრივი ფორმით დააკავეს. სანდრო სეხნიაშვილს, რომელაც ხელი დაარტყეს, არც ბანერი ეჭირა და არც არავის გამოყვანას ცდილობდა ასე განსაკუთრებულად. არავის არ უწევდა წინააღმდეგობას და პოლიციასაც ჩვეულებრივ გაჰყვა. თუმცა არტომღაც მამაგეიშვილს მოუნდა, რომ ასე სახეში ჩაერტყა, მხიოლოდ იმიტომ რომ იცის, რომ არ დაისჯება"- აცხადებს ანანო აბულაძე.
„ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციაm ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა.
ადგილზე ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა.