"ოცნებამ" უგუნური პოლიტიკით, ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა - დავით ჭიჭინაძე

25.11.21 10:40
"ოცნებამ" უგუნური პოლიტიკით, ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა - დავით ჭიჭინაძე

"ოცნების" ხელისუფლებამ  თავისი უგუნური პოლიტიკით, მარტო ბოლო ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საუბრობს. 

მისი თქმით, 100 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა;

სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, 300 ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს და შემოსავალი წაართვეს. და ახლა კიდე თუ იმას აპირებენ, რომ ბიუჯეტიდან უნდა აიღონ სოციალურად დაუცველების ფული და ხელფასში მისცენ, ეს ყველაზე დიდი უგუნურება იქნება, რაც კი გაუკეთებიათ.

მოკლედ,  ერთადერთი ოპზიციის საწინააღმდეგო მიტინგებზე  თუ დააყენებენ ადამიანებს და ფულს გადაუხდიან, თორემ  დღეს ღარიბაშვილის  განცხადება 200 ათასი ადამიანის დასაქმების თაობაზე გამორიცხულია და აბსურდი"-  აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

საქართველოს ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირებას აანონსებს. 

პრემიერის მტკიცებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, თუმცა მოსახლეობა არ მუშაობს, რომ სოციალური დახმარება არ მოუხსნან.

მსგავსი სიახლეები