ევროკავშირმა "ინტერ რაო" დაასანქცირა - ნიკოლოზ ალავიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

27.07.26 12:11
ევროკავშირმა "ინტერ რაო" დაასანქცირა - ნიკოლოზ ალავიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

ევროკავშირის მიერ რუსული ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქცირების შემდეგ, "ჯერ საქართველოს" წევრი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნილი ვითარება გამოიყენოს და „თელასისა“ და „თელმიკოს“ რუსული აქტივების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად გაჩენილი „შესაძლებლობის ფანჯარაა“. 

შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა არა იმპულსურად, არამედ გეგმაზომიერად, დაფიქრებულად და დინჯად, სახელმწიფო, თუ კეთილგონიერი სახელმწიფო იქნებოდა, მოხდეს შესწავლა ამ აქტივების, ობიექტური ღირებულების დადგენა, ამ სიტუაციის ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება და მოლაპარაკების გახსნა, ამ შემთხვევაში, ქვეყნისთვის მომგებიანი პირობებით მოხდეს ამ 75%-იანი წილის აქტივების, პირობითად, გამოსყიდვა და ფასილიტაცია საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე, თუნდაც ქართული ბიზნესი, სინდისირებული რაღაც წახალისება იმით, რომ უფრო დამოუკიდებელ, უფრო გამჭვრივალე, უფრო ჯანსაღი ინსტიტუციური საკუთრების ქვეშ აღმოჩნდეს ეს ქსელი. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი გვაქვს ქვეყნის მასშტაბით დედაქალაქის ენერგომამარაგებაზე და დისტრიბუციაზე, რაღაც 800-დან მილიონ აბონენტამდე ვსაუბრობთ ელექტროენერგიის მიწოდებაზე და თან თუ ჩვენ შევხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დოვლათი და კონცენტრაცია დიდწილად, 50%-ზე მეტი კონცენტრირებულია თბილისში, რამხელა რისკებზე გვაქვს საუბარი და ეს თეორიული რისკი არ არის, ვიცით, რომ ეს პირდაპირ კრემლის ქვეშვილობილი ორგანიზაციაა. ეს გამოცდა ვერ ჩააბარა სახელმწიფომ "ბორჯომთან" მიმართებაში, ახლა ამ კონკრეტულ თელასის და თელმიკოს  შემთხვევაში გვაქვს ისევ და ისევ ასეთი შესაძლებლობა, რომ გააზრებულად შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური და ქვეყნის ეკონომიკის თიტქმის ნახევარი, 50% მდგენელის უსაფრთხოების ნაწილში კეთილგონიერმა სახელმწიფომ კეთილგონივრული ნაბიჯები გადადგას ან უფრო გაზარდოს რისკი იმიტომ, რომ ევროკავშირის 21 პაკეტის შემდეგ ალბათობა იმის, რომ აშშ-დან უკვე ოფაკის სანქციები დაედოს, დიდია და ოფაკის სანქციების შემთხვევაში უფრო მეტად დამძიმდება სიტუაცია, - ამბობს ალავიძე.

ალავიძე განმარტავს, რომ სანქციების ყველაზე თვალსაჩინო გავლენა შესაძლოა კომპანიების საერთაშორისო დაფინანსებაზე აისახოს. მისი შეფასებით, თუ „თელასი“ ან „თელმიკო“ მსხვილი საინვესტიციო პროექტებისთვის უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვას გეგმავდნენ, ევროკავშირის სანქციებმა ეს პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს. 

თუ თელასი ან თელმიკო გეგმავდა რაღაც დიდი, ასეულობით მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას კაპიტალური განახლებებისთვის და ა.შ.,  და მათ მოლაპარაკება ჰქონდათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამ საკითხზე, იქნება ეს ევროპული თუ ამერიკული ბანკები, იმიტომ, რომ ვიცით, რომ რუსეთის ბანკებს ახლა თელასის დაფინანსებისთვის ნამდვილად არ სცალით და არ სცხელათ, ეს ნაწილი შეეზღუდებათ მათ და შესაბამისად, ის რესურსები, რომელიც ამ საერთაშორისო საფინანსო სისტემებიდან მათ ანგარიშებზე უნდა მოხვედრილიყო, ის შეფერხდება და ფიზიკურად აქეთ ვერ წამოვა. ამიტომ, ჯერჯერობით მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ამ სასანქციო პაკეტიდან გამომდინარე, ქართული საბანკო სისტემისთვის საფრთხეებს ამ კონკრეტულ კომპანიასთან ურთიერთობას თუ შევხედავთ, გარდა თუ დედაკომპანიას არ აქვს რაიმე დიდი დაბანდებები, დეპოზიტები, ვალდებულებები აღებული ქართულ საბანკო სისტემაში, რომელიც პირდაპირ უაშუალოდ ხვდება ამ ნაწილში, მაგრამ ჩვენთან, როგორც წესი, ვიცით, რომ ჰოლანდიური კომპანიაა და კიდევ უამრავი შვილობილი კომპანიის რაღაც გავლა-გამოვლით არის და თეორიულადაც დაბანდება ამ კომპანიის ქართულ საბანკო სექტორში დიდად არ უნდა იყოს, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე. 

ევროკავშირმა რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებისთვის გამოყენებული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდვაა.

ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზეც, რადგან „ინტერ რაო“ არაპირდაპირ ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი ჰესების“ წილებს. მათი თქმით, ეს ქართულ ენერგოკომპანიებს ევროპულ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს გაურთულებს.

ამ ფონზე საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი არ ამბობენ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას „თელასი“ და „თელმიკო.

 

მსგავსი სიახლეები