ახალგაზრდებს პლაკატის გამო აკავებენ, როცა ქუჩაში მკვლელები დადიან - სალომე ზურაბიშვილი

27.07.26 11:57
ახალგაზრდებს პლაკატის გამო აკავებენ, როცა ქუჩაში მკვლელები დადიან - სალომე ზურაბიშვილი

 

 

"გამოხატვის თავისუფლების კიდევ ერთი დარღვევა" - ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ დაკავებებს. 

ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკრებულოს შენობასთან მივიდა და "ქართული ოცნების" ნაბიჯები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდის მმართველობა დასასრულს უახლოვდება.

ექს პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში ნარკოდანაშაული პიკზეა, მკვლელობები გახშირდა, პოლიცია "ფურცლების" გამო აკავებს სტუდენტებს. 

კიდევ ერთი დარღვევა გამოხატვის თავისუფლების - ქვეყანა, სადაც აღარ შეიძლება არც ხუმრობა, არც პლაკატი, არც სიტყვა, არც Facebook. არც ის, რომ რამერნაირად გამოხატო შენი აზრი. ეს არ არის ქვეყანა, სადაც რაიმე ფორმით თავისუფლება სუფევს.  მოატყრიალეთ თქვენი კამერა და ნახეთ რამდენი პოლიციელი დგას და რამდენი დგანან აქით [საკრებულოს შენობის წინ] ხომ სასაცილოა? - ესენი რომ მუშაობდნენ, ამ ქალაქში, ცოტა მაღლა, იქით ქუჩებში ნარკოტიკები არის, ნარკომანები, გამსაღებლები, მკვლელები. ვიცით რა ხდება ყოველ დღე ამ ქვეყანაში. [პოლიციელები] უსაქმურად დგანან აქ, რომ ახალგაზრდების დაჭერები პლაკატის გამო დაიწყონ. ეს წარმოუდგენელია, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმი გადასულია ყველა ზღვარს, აღარ იცის, რა არის მისთვის საფერთხე  - "ოცნებისთვის" მთავარი საფრთხე მისივე ქმედებაა. ისინი მიულები არიან ბოლოსკენ"- თქვა ზურაბიშვილმა.

„ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას   თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია  და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. 

ადგილზე  ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ  ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი  მივიდა. 

მსგავსი სიახლეები