პაპუაშვილი EU-ს საწინააღმდეგო განცხადებას ავცელებს
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საწინააღმდეგო მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს“.
- ვრცელ განცხადებაში პაპუაშვილი ახსენებს გერმანიის ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანამ 2026 წლის მაისში წამოაყენა და რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს წესი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. [წევრი ქვეყნები ჯერ ამ ინიციატივაზე შეთანხმებულები არ არიან].
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ამ ინიციატივაზე თანხმობის შემთხვევაში „პატარა ქვეყნები ვერ შეძლებენ სასიცოცხლო ინტერესების დაცვას“ და „საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.
ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.
თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც.
უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.
არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს.
ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა.
მსგავსი სიახლეები
გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა
გვარამია MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება.