სისტემა გამალებით დასდევს ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს - ელენე ხოშტარია
ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია დაკავებების ახალ სერიას.
ხოშტარია ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას და სხვა დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ტერორს არავინ შეეგუება.
აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება.
მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას და სხვა, ყველა უკანონო პატიმრის მიმართ. სწორედ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ბრძოლისთვის. ეს შემართება, ეს დაუმორჩილებლობა. ასეთ ძვირფას მომენტებზე დგას ჩვენი წარმატება. როდესაც ვერცხლის წყალივით უსხლტება ხელიდან სისტემას სიმართლე და ვერ აღწევს საკუთარ მიზანს. სწორედ ასეთ გმირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. და როდესაც ამას უყურებ, ერთი, ორი და რამდენი წელიც საჭირო იქნება, იმდენი იჯდები ციხეში. სწორედ ეს არყევს სისტემას. ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს.
ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა. ჩვენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის , ტყუილის, სიბინძურის და დეჰუმანიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ და ასეთი ადამიანები - ვახო, გიორგი, თორნიკე, გოგოები - ამტკიცებენ, რომ ეს ტერორი, ეს სიბინძურე არ არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ სწორედ ამ შემართებით"- წერს ხოშტარია.
„ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციაm ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა.
ადგილზე ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.