ახალი დაჯგუფების ლიდერი, რომელიც "ისტორიის დაცვას" აპირებს, ამბროსი ხელაიზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ პასუხობს
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა ააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.
ამასთან, გიორგი ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის დაფუძნება "ქართულ ოცნებასთან" არ შეუთანხმებია.
გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად, კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა, ეროვნული იდენტობისა და დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებენ, არამედ მათ, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ. ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუკი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვთ პასუხს, - განაცხადა ქართველიშვილმა.
ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგის შემდეგ "პირველები" ასევე დაინტერესდა რა იცის მებრძოლმა საქართველოს ისტორიიდან, თუმცა MMA-ს მებრძოლმა ამბროსი ხელაიაზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.