განიხილება რამდენიმე ქვეყანა - ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო გადაყვანაზე

25.11.21 10:58
განიხილება რამდენიმე ქვეყანა - ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა რამდენიმე ქვეყანაში განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება ექიმების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის, თქმით, ყველაზე კარგი ვარიანტი სამკურნალოდ უკრაინა იქნება, თუმცა ასევე განიხილება გერმანია და ჰოლანდია.

მთავარია, იყოს სურვილი, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ესეთი პრაქტიკა, როცა ადამიანს სჭირდება მკურნალობა, შეუძლიათ, რომ ის გადაიყვანონ ან სხვა დაწესებულებაში, ან შესაძლოა, განიხილებოდეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის გაგრძელება. ჩვენ განვხილავთ უკრაინას, რადგან ის ცხოვრობდა უკრაინაში და მისი ისტორია არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე გერმანიას და ჰოლანდიას. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, საბოლოო და ობიექტური დასკვნა სპეციალისტებმა უნდა დადონ, შეაფასონ, რა არის საჭირო მისი საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის", - ამბობს ევგენი გრუშოვეცი.

შეგახსენებთ, რომ 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან გონება დაკარგა. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები საყურადღებოდ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება. 

მსგავსი სიახლეები