რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და გააქრონ ევროინტეგრაციის პროცესი - კუპრაძე პაპუაშვილის განცხადებაზე
რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და გააქრონ ევროინტეგრაციის პროცესი - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, პაპუაშვილი, რომელიც თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას.
"ივანიშვილი პერიოდულად გამოიყვანს ხოლმე პატარა ბიჭებს და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს რუსეთის დავალება იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება"- აღნიშნავს კუპრაძე.
„ივანიშვილი და ევროკავშირ-საქართველოს გაწევრიანება ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ამით ივანიშვილი საქართველო მოქალაქეებს ართმევს მაღალ პენსიას, კარგ ჯანდაცვას, კარგ განათლებას და მაღალ ხელფასებს. ივანიშვილი თავისი ავტორიტარიზმით ვერ იქნება ვერანაირად თავსებადი ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ამიტომ, მის პატარა ბიჭებს გამოიყვანს ხოლმე პერიოდულად და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველო საერთოდ ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და პოლიტიკური საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრონ საქართველო და მისი ევროინტეგრაციის პროცესი. ამიტომაც, ივანიშვილი ხშირად ტესტავს, საზოგადოებაში რამდენად იქნება მიღებული ანტიევროპული და საერთოდ, საქართველოსთვის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის. ანტიკონსტიტუციურია საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, პაპუაშვილის განცხადება, როცა ის ამბობს, რომ საქართველო შეიძლება არც გაწევრიანდეს ევროკავშირში და გაწევრიანება იქნება დარღვევა.
პაპუაშვილი, რომელიც დღეს, თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება პირიქით, დამაზიანებელი იქნება, მაშინ, როცა პარლამენტი უნდა იყოს მთავარი დამცველი საქართველოს კონსტიტუციის, მაგრამ პაპუაშვილს არ ადარდებს არც კონსტიტუცია, არც ქართველი ხალხი, არც მაღალი პენსია და ხელფასი ქართველი ხალხისთვის. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს სხვა ქვეყნის დავალება, ამ შემთხვევაში, რუსეთის იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა კუპრაძემ.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს.