ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილიMMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება.
ოპოზიციონერის შეფასებით, ამ ქვეყანას ასეთი ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე წარსული და გამოცდილება აქვს.
"როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას„ ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას და სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს, - მოემსახურება“- აღნიშნა ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.
„ეს ადამიანები არ მალავენ საკუთარ კავშირებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. რაც შეეხება ასეთ არაფორმალურ ორგანიზაციებს, ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე წარსული ასეთი ორგანიზაციების გამოცდილების და კარგად გვესმის, რომ როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას„ ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას. სამოქალაქო დაპირისპირებასთან და იმ მდგომარეობასთან მიგვიყვანს, რომელიც ყველას გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ. ძალადობა ვერ იქნება შესაბამისი პასუხი, თუნდაც როდესაც სიწმინდეებს შეეხებათ საქმე.
სამართლებრივ სახელმწიფოში, ინსტიტუციები უნდა მუშაობდნენ და იცავდნენ ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული და არა არაფორმალური ორგანიზაციები. როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები იწყებენ მნიშვნელოვანი, თუნდაც დეკლარირებული ღირებულებების დაცვას, არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში არსებული მდგომარეობისთვის, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
პოლიტიკოსმა საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტივისტების დაკავებაც შეაფასა და თქვა, რომ დაკავების შემთხვევები, რასაც ახლა აქვს ადგილი, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
„გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს მისაღები ან მიუღებელი, მაგრამ საზოგადოება რისთვისაც იბრძვის, არის ის, რომ პროტესტის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ, ქუჩის გადაკეტვის გამო არ უწევდეთ ციხეში წასვლა და ტროტუარზე დგომის გამო ანგარიშების დაყადაღება. მსგავსი სამოქალაქო უფლებები არის თავიდან მოსაპოვებელი და დასაცავი. ეს პრობლემა არის რეალურად დღეს საზოგადოებაში და არა ის, რომ გამოხატვის ფორმა ვისთვის არის მისაღები და ვისთვის არა. ამ ხალხს სურს, არა ის, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ, არამედ იბრძვის იმისთვის, რომ ქუჩაში დგომის და საკუთარი, თუნდაც ვიღაცისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ. ეს ევროპულ სახელმწიფოებში მიღებულია, ავტორიტარულ სახელმწიფოებში არა, იქ არსებობს მკაფიო ჩარჩოები, რომლებშიც უნდა იჯდეს მოქალაქე, როდესაც პროტესტისთვის გარეთ გამოდის“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.