მაჭარაშვილი: ფაქტია, ქართული იდენტობა დასაცავია
კანონმდებლობის ფარგლებში თუკი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი, რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი MMA-ს მებრძოლის დღევანდელ განცხადებას.
დეპუტატის თქმით, "ფაქტია, რომ დღეს ქართული იდენტობა სადაცავია".
კანონმდებლობის ფარგლებში თუკი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი, რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია. თუ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ა.შ., არსებობს რეაგირებები, მაგრამ ის, რომ დღეს, ზოგადად, არის ქართული იდენტობა დასაცავი, ეს არის ფაქტი და მოცემულობა.ხაზს ვუსვამ, კანონმდებლობის ფარგლებში და მე დარწმუნებული ვარ, იმ ხალხმა თუ იმდენი მოიფიქრა და შეძლო, რომ კანონმდებლობის საფუძველზე აყალიბებს ორგანიზაციას, იმდენსაც მოახერხებს, რომ ასევე კანონმდებლობის ფარგლებში დაიცვას ქართული იდენტობა, - ამბობს მაჭარაშვილი.
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.
ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგის შემდეგ "პირველები" ასევე დაინტერესდა რა იცის მებრძოლმა საქართველოს ისტორიიდან, თუმცა MMA-ს მებრძოლმა ამბროსი ხელაიაზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.