"ოცნების" საბოლოო უარი ევროკავშირს? - პაპუაშვილის ახალი წერილი და შეფასებები თბილისში

27.07.26 20:50
"ოცნების" საბოლოო უარი ევროკავშირს? - პაპუაშვილის ახალი წერილი და შეფასებები თბილისში

რისთვის ემზადება "ქართული ოცნება"? შალვა პაპუაშვილის საჯარო განცხადებებმა საზოგადოების ნაწილს გაუჩინა ეჭვი, რომ ამზადებენ ნიადაგს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საბოლოდ უარის სათქმელად. "ოცნებამ" ჯერ გაწევრიანების პროცესი შეაჩერა დღევანდელი განცხადებით კი პაპუაშვილმა თქვა, რომ არ უნდათ ისეთი ევროკავშირი, როგორსაც დღეს ხედავენ.

რაც პაპუაშვილმა ამ განცხადებაში დააკლო, დაამატა არჩილ გორდულაძემ. "ოცნება" ახლა მინიშნებით ცდილობს თქვას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მიღმა დარჩენა უფრო მომგებიანია. 

პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება ძველებისგან იმით განსხვავდება, რომ თუ ადრე "ოცნება" სიტყვიერად ევროკავშირის ერთგული რჩებოდა, მაგრამ არ მოსწონდა მისი ბიუროკრატია, ახლა პირიქით, უფრო თამამად აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს, ამიტომ ხალხმა ისტორიული არჩევანი უნდა შეცვალოს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში