სიკვდილით დასრულებული ტერორი - ოპოზიციის მტკიცებით, საქმის ფიგურანტმა ქვეყანა დატოვა
ხელისუფლების ზეწოლისა და მუქარის კიდევ ერთი შესაძლო მსხვერპლი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
ჩანაწერების მიხედვით კი დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და ენმ-ს დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.
რამდენიმე დღეში ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვლილი ნახეს.
ოპოზიციის ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის, დავალებით ატერორებდნენ. ჩანაწერში ფიგურორებენ ყოფილი ძალოვანები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.
ამასთან, როგორც ლაშა კილაბერიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ბადრი ბაკურიძემ ქვეყანა დატოვა.
ჩვენი ინფორმაციით, ჩანაწერის ერთ-ერთმა ფიგურანტმა საქართველო უკვე დატოვა. ბადრი ბაკურიძემ თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და ჩვენი ინორმაციით, სტამბოლში იმყოფება"- აცხადებს დეპუტატი.