მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე - კარლ ჰარცელი

25.11.21 11:56
მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სასამართლოზე დასწრების საშუალება. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესებში სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა.

ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - ამბობს ჰარცელი.

მსგავსი სიახლეები