ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე, შემდეგი იქნები შენ! - აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

25.11.21 12:18
ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე, შემდეგი იქნები შენ! - აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია იმართება. "დროას" და "სირცხვილიას" წევრები ასევე სხვა სამოქალაქო აქტიცისტები აჭარის მთავრობის მეთაურის,  თორნიკე რიჟვაძის, გადადგომას და ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის, გარდაცვალების საქმის გამოძიებას  მოითხოვენ. 

მმართველი პარტიის ოფისი პოლიციის ალყაშია. ადგილზე აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლების მიტანის საშუალება არ მისცეს. 

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. გუშინ ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.  გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა თორნიკე რიჟვაძის მამის,  დავით რიჟვაძის, დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე, მონაწილეობდა. 

მსგავსი სიახლეები