სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ, გამრავლდეს თქვენი ოჯახი? - ინჯია მოსამართლეს (ვიდეო)

25.11.21 12:42
სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ, გამრავლდეს თქვენი ოჯახი? - ინჯია მოსამართლეს (ვიდეო)

,,ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარაძეს, ეკითხება, თუ აპირებს სამზე მეტი შვილის ყოლას. ამის შემდეგ დეპუტატმა იკითხა, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მოსამართლეს დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად  ქორწინების ზღვრული ასაკის დაწევა.

დეპუტატი ფრიდონ ინჯია ქორწინების ასაკის დაწევის მომხრეა. 

ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ, გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი.

 მოგეხსენებათ, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის. ზღვრული ასაკი ქორწინების, თქვენ რამდენად მიგაჩნიათ, შეიძლება შემცირდეს, ერთი წლით მაინც?", - მიმართა ინჯიამ კანდიდატს.

"ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის…" - უპასუხა გენადი მაკარაძემ დეპუტატს. 

მაკარიძემ ინჯიას კითხვის საპაუხოდ განაცხადა, რომ ქორწინების ასაკის დაწევას არ ემხრობა.

"არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს…" - თქვა მაკარიძემ. 

 

 

 

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელია განსაზღვრული. 

მსგავსი სიახლეები