თიკა რუხაძის გარემოცვა ამბობს, რომ არ იცის რატომ გადადგა ის პოსტიდან

28.07.26 20:19
თიკა რუხაძის გარემოცვა ამბობს, რომ არ იცის რატომ გადადგა ის პოსტიდან

რატომ გადადგა თანამდებობიდან თიკა რუხაძე? - "პირველები" დღეს მიზეზის გარკვევას შეეცადა, თუმცა კულტურის ყოფილი მინისტრის გარემოცვა ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.  

ამასთან, ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრობას არ განიხილავს. მისი თქმით, კონცერტების მოწყობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ პოსტზე ადამიანი დაინიშნოს. 

არავის გაუშვია სამსახურიდან, ეს ზუსტად ვიცი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა თანამდებობა. რა შემოთავაზება უნდა ყოფილიყო? კულტურის მინისტრს პოსტს იკავებენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ძალიან იმსახურებენ. კონცერტების გაკეთება და რაღაცეების დადგმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კულტურის მინისტრი იყო. სამწუხაროდ, გასული 9 წლის მანძილზე, აი, იმ 9 წლის, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ორივემ, ეს მათი გაგებით, საკმარისი იყო, - ამბობს ბაკურ ბაკურაძე. 

კითხვაზე პასუხი ვერც ნინო ნოდიამ გაგვცა.  

არ ვარ ქალაქში, ვერაფერს გეტყვით, - ამბობს ნინო ნოდია.  

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რუხაძე"ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღრ შეასრულებს.“

 

მსგავსი სიახლეები