ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს სარკე მიუტანა

25.11.21 13:32
ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს სარკე მიუტანა

"შეგიძლიათ, ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავი" - დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სარკე მიუტანა. ამის შემდეგ  მოსამართლეთა მოსმენა ნაცვლიშვილმა  პროტესტის ნიშნად დატოვა და კანდიდატს ტრიბუნასთან სარკე დადო. 

სად არის თქვენი ხმა ამოღებული, იმ უსამარცხვინოესი განცხადების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა, რომ ევროპა ერევა ჩვენ საქმეებშიო. სტრასბურგში რომ წაბრძანდით, თქვენ მაშინაც ასე ფიქრობდით, რომ ერეოდნენ თქვენ საქმეებში?!

კითხვები ძალიან ბევრი შეიძლება მქონდეს კანდიდატებთან და აქვე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად ამ ძალიან არაჯანსაღი ვითარებისა, საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს მაინც ტაქტიკურად რომ იჯდეს და კითხვები დასვას. მე არ მაქვს კითხვები არც თქვენთან, არც დანარჩენ კანდიდატებთ", - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს. 

მსგავსი სიახლეები