ასეთი სპეკულაციები ბევრი მოგვისმენია - კალაძე გარდაცვლილი დეპუტატის შესახებ
თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე აუდიომტკიცებულებების გასაჯაროებას სპეკულაციები უწოდა.
არ მინახია, ასეთი სპეკულაციები ბევრი მოგვისმენია, ამიტომ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება, გამიჭირდება, კონტექსტი არ ვიცი", - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ნუგზარ ფუტკარაძ,ე რამდეიმე დღის წინ გარდაიცვალა. ენმ-ს მტკიცებით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. გუშინ ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა. გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის, დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე, მონაწილეობდა.