ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი - ნუგზარ ფუტკარაძის და თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

25.11.21 13:14
ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი - ნუგზარ ფუტკარაძის და თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

ხმაურია ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან. ადგილზე  ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები და ოპოზიციის დეპუტატები არიან შეკრებილები. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ცდილობენ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ის აუდიო-ჩანაწერები მოასმენინონ, რომლითაც ოპოზიცისი მტკიცებით, მუქარა და შანტაჟი სახეზეა. 

"დატოვოს თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა" – აცხადებს  გარდაცვლილის და, ნაზი ფუტკარაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვასა და შანტაჟის ფაქტებმა იმსხვერპლა ნუგზარ ფუტკარაძე. 

გუშინ მოვუსმინე ჩემი ძმის ხმას, ნამდვილად იყო ზეწოლა. ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი, თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა მართონ ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც იმსხვერპლეს არაერთი ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული პიროვნება. ჯერ ბავშვის ქვევრში ჩაგდებით ხელისუფლება, ია კერზაია, ზეწოლის მსხვერპლი და ამჟამად ჩემი ძმა კიდევ. ეს სისტემა კლავს. ამ ვიდეოში მონაწილე ადამიანები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ ადრე. ვიღაც კაცს ახსენებენ, რომელიც რა თქმა უნდა, დავით რიჟვაძეა. ფურცელზე დაუწერეს იმათ", - განაცხადა გარდაცვლილის დამ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. 

ჩანაწერების მიხედვითკი დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და ენმ-ს დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. 

რამდენიმე დღეში ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვლილი ნახეს. 

ოპოზიციის ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით ატერორებდნენ. ჩანაწერში ფიგურორებენ  ყოფილი ძალოვანები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. 

ამასთან, როგორც ლაშა კილაბერიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ბადრი ბაკურიძემ ქვეყანა დატოვა. 

 

მსგავსი სიახლეები