სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, არ უტარდება შესაბამისი დახმარება - ლიზა იასკო
"თავს ცუდად გრძნობს, არ უტარდება შესაბამისი დახმარება" - მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, განაცხადა. იასკოს თქმით, სააკაშვილს ურჩევნია, რომ საქართველოში დარჩეს და სასამართლოზე თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იგივეა, რაც იყო წინა დღეებში. ექიმების მხრივ ყურადღებაა, მაგრამ აუცილებელი პროცედურები არ ტარდება, ან არ გვატყობინებენ ინფორმაციას. ის თავს ცუდად გრძნობს, სტრესულ გარემოშია, ვფიქრობ, არ უტარდება შესაბამისი დახმარება და არ აქვს უსაფრთხო გარემო", - ამბობს ლიზა იასკო.