გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან
აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა - ადგილზე ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები და ოპოზიციის დეპუტატები არიან შეკრებილები. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ცდილობენ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ის აუდიო-ჩანაწერები მოასმენინონ, რომლითაც ოპოზიცისი მტკიცებით, მუქარა და შანტაჟი სახეზეა.
აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
ჩანაწერების მიხედვითკი დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და ენმ-ს დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.
რამდენიმე დღეში ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვლილი ნახეს.
ოპოზიციის ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით ატერორებდნენ. ჩანაწერში ფიგურორებენ ყოფილი ძალოვანები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.