სოფელში გაგზავნილი გამოუსადეგარი ნივთი - კუპრაძე მამუკა მდინარაძეზე
„მამუკა მდინარაძის ადგილი არსად მოიძებნა“ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნება, სოფელში რომ გაგზავნიან, ასე გაგზავნეს მდინარაძე სოფელში, რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა".
„ანტიქართულმა ოცნებამ“ ისეთ დიდი ვაკხანალია მოაწყო სახელმწიფო უწყებებში, რომ ჯერ პარლამენტიდან გააძევეს მდინარაძე, შემდეგ სუს-იდან, შემდეგ თავის სახელობით შექმნილი სამინისტროდან გააძევეს ისევ. ახლა გამოუგონეს რაღაც სისულელე, ისევ მდინარაძის სამინისტრო. ივანიშვილს მართებს მძიმე პასუხისმგებლობა, რომ დღეს, საქართველოს სახელმწიფო ჩაბარებულია იმ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან, მათი მთელი გუნდი ჩაძირულია კორუფციაში და ეს დაადასტურა მათივე აუდიტებმა, მათივე პროკურატურამ, მათივე მურუსიძის სასამართლომ. ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც სახელმწიფო უწყებებში მოაწყო და მდინარაძეს, რომლის ადგილიც არსად მოიძებნა, საბოლოოდ, როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნება, სოფელში რომ გაგზავნიან, ასე გაგზავნეს მდინარაძე სოფელში, რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა. ამიტომ, ძალიან ნათელია, როცა ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო, უნდა ჩამოშორდნენ სახელმწიფო მართვის სადავეებს და ამაზე გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს, რომ არ გაგრძელდეს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება ყოველდღიურად“, - განაცხადა კუპრაძემ.
ასევე ნახეთ:
- არ იციან, რა უყონ მდინარაძეს - "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა სამთავრობო ცვლილებებს "უნიჭო კარუსელი" უწოდა
- ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.