შევეგუოთ, სააკაშვილი დამნაშავეა, მოუწევს ციხეში ჯდომა - კახა კალაძე

25.11.21 13:56
შევეგუოთ, სააკაშვილი დამნაშავეა, მოუწევს ციხეში ჯდომა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ კრიზისს არ განიცდის. 

მისი თქმით, ვინც დაზიანდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა":

ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას" და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში. რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ. აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება"- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის საქმეს, "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილს ციხეში ჯდომა მოუწევს: 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები