"გირჩი - მეტი თავისუფლება" ონლაინ კაზინოს ქმნის
მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ კაზინოების რეგულირება, შემდეგ კი მისი აკრძალვა დააანონსა, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” ონლაინ კაზინოს ქმნის. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ დაწერა და "ოცნებას" მოუწოდა, თვალყური ადევნონ.
"ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ, ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად
ესაა სლოტი, BOOK OF FREEDOM.
ქართული ოცნება / Georgian Dream თვალყური გვადევნეთ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მეორე ეტაპზე კი ის საერთოდ აიკრძალოს.