ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეები
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადამწყვეტი სხდომა ისე დასრულდა, რომ პარტიის ბოლო თავმჯოდმარეს მონაწილეობა არ მიუღია.
თინა ბოკუჩავა თბილისში არ არის. თუმცა არც პარტიამ გადადო შეკრება ბოკუჩავას ჩამოსვლამდე და არც ბოკუჩავა ჩამოვიდა ამ ღონისძიებაში მონაწილოების მისაღებად. ბოკუჩავას პარტიის ბედის გადაწყვეტაში, დისტანციურადაც კი არ მიუღია მონაწილეობა, რაც აჩენს კითხვას, არის თუ არა ეს დემარში.
ვის ჩააბარებენ პარტიას?! ეს 5 აგვისტოს ყრილობაზე გადაწყდება. 250-დან 300-მდე დელეგატი აირჩევს თავმჯდომარის მოვალოების შემსრულებელს, რომელიც 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელბს პარტიას.