ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულა

30.07.26 20:40
ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულა

სალომე ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები “ოცნებას“ - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის პარტია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს ეხმარება.

მისი თქმით, ამის ერთ ერთი მტკიცებულება ყულევის ქარხნის სანქციების 21- ე პაკეტში შეყვანაა, რადგანაც არსებობს ეჭვი რომ საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობის გარეცხვა და გატანა ხდებოდა. მეხუთე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მალე ყველაფერზე სათანადო პასუხი ექნებათ. 

მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას „ოცნებაში“ უპასუხეს და მას “ბოდვა“ უწოდეს.

ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს, რომ 14 წლის განმავლობაში, ივანიშვილის პარტიამ არაერთხელ გამოავლინა რუსეთის ინტერესებით მოქმედება საქართველოში. იქნებოდა ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩაგდება, თუ ყულევის ქარხანაში, სავარაუდო რუსული სანქცირებული ნავტობის გარეცხვა და ქვეყნიდან გატანა.

ოპოზიციის ნაწილმა ზურაბიშვილს წარსულიც შეახსენა.

ვრცლად ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში