რატომ არ ესწრებოდა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

30.07.26 21:10
რატომ არ ესწრებოდა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

რატომ არ ესწრებოდა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა - ნანუკა ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ მას სერიოზული მიზეზი ჰქონდა და სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა დასწრება.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თინა ბოკუჩავა პარტიას არ “ჩახსნილა“.

მე როგორც ვიცი, თინა პარტიას არ ჩაეხსნა და მე ვარ დარწმუნებული, რომ მას ჰქონდა სერიოზული მიზეზი, რის გამოც არ მივიდა, დარწმუნებული ვარ, მას სერიოზული მიზეზი რომ არ ჰქონოდა, აუცილებლად მივიდოდა პოლიტსაბჭოზე, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადამწყვეტი სხდომა ისე დასრულდა, რომ პარტიის ბოლო თავმჯოდმარეს მონაწილეობა არ მიუღია.

თინა ბოკუჩავა თბილისში არ არის. თუმცა არც პარტიამ გადადო შეკრება ბოკუჩავას ჩამოსვლამდე და არც ბოკუჩავა ჩამოვიდა ამ ღონისძიებაში მონაწილოების მისაღებად. ბოკუჩავას პარტიის ბედის გადაწყვეტაში, დისტანციურადაც კი არ მიუღია მონაწილეობა

მსგავსი სიახლეები