ანა ნაცვლიშვილის ოჯახი სტრასბურგში დავობდა, რომ სააკაშვილმა მისი მშობელი უკანონოდ დაიჭირა - ოხანაშვილი

25.11.21 14:30
ანა ნაცვლიშვილის ოჯახი სტრასბურგში დავობდა, რომ სააკაშვილმა მისი მშობელი უკანონოდ დაიჭირა - ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, განაცხადა, რომ ანა ნაცვილიშვილი არის ადამიანი, რომლის ოჯახიც მიხეილ სააკაშვილს უკანონო ტერორში ადანაშაულებდა, სტრასბურგში უჩიოდა, დღეს კი მის გვერდით არის.

 ეს  გახლავთ ის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე მოსწონდა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთპიროვნულად დანიშვნის წესი. თუ გახსოვთ ამ ადამიანის ერთი კრიტიკული დამოკიდებულება, ყოფილი პრეზიდენტი რა ფორმით იღებდა გადაწყვეტილებას, ვისთან გადიოდა კონსულტაციას, გამჭვირვალედ რომ არ წარიმართებოდა და რომ ხდებოდა გამწესება, ამ ადამიანის ხმა ამოღებული გინახავთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. რადგან თვითონ არ შეცვალეს ეს წესი და თვითონ არ არიან უმრავლესობაში, ე.ი ფარსია, სპექტაკლი ვინ მოაწყო, კი ნახეთ. შესაბამის პარტიული ტელევიზიების ეთერებში იხილავთ ამ ყალბ პათოსს, როგორი ცეცხლი დაანთო ანამ. ეს ის ადამიანია, „ნაცვლიშვილი - ტოგონიძის ქეისი“ გახსოვთ, სადაც ანა ნაცვლიშვილის მშობლები მიხეილ სააკაშვილს ეუბნებოდნენ, რომ მან დაატერორა მათი ოჯახი. დღეს მათ გვერდით არიან. ეს არის ღირებულებითი კონტექსტი. ყველაფერი ცხადია. არ ღირს პოლემიკაში შესვლა. მშვიდობიან გზას ვუსურვებ ანას, „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებსაც არასდროს ექნებათ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.