ნიკა გვარამია იმ მიზეზს ასახელებს, რასაც მისი თქმით, მამუკა მდინარაძე “გადააყოლეს“
ნიკა გვარამია ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეც თიკა რუხაძის გზას გადის. მისი თქმით, მისთვის საუკეთესო ამბავი იქნებოდა, რომ ჩარეცხილი ყოფილიყო, თუმცა, ის დამახსოვრებულია, თან ცუდად.
როგორც გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მდინარაძეს კიდევ ბევრი რამ დაემართება, რადგან, ვარაუდობს, რომ ივანიშვილის ხალხი მის შემოწმებასაც დაიწყებს.
საბოლოო ჯამში, ამ ხალხს იმდენი რამე აქვთ გაკეთებული, რომ ხელისუფლების ცვლილება მათთვის სასიცოცხლოდ დაუშვებელი ამბავია, - აცხადებს გვარამია.
ძალიან სწრაფი ტემპით მიდის მისი გზა, დანიშნეს დამამცირებელ სისულელეზე, მოგონილ რაღაცაზე, ფორმულირებაც რომ არ ქონდა, ისეთზე. იქ დადგა, ისევ სისულელეების ლაპარაკი. 3 წინადადებაში 2 სისულელეს იტყვის, არასდროს ხომ არ გაჩერდა, ბოლოს ეს ყურმოჭრილები თუ რაღაცნაირ ყურებიანები ხომ გამოსხა და ორ დღეში გაანადგურა საზოგადოებამ, რანაირად არ გადააყოლებდნენ ამას, რა თქმა უნდა, გადააყოლეს. მას კიდევ ბევრი რამე დაემართა, აბა, ივანიშვილმა მისი დანიშნული ყველა რომ დახსნა, თავისები რომ დანიშნა, ეგ ხომ პირდაპირ ნიშნავს, რომ ამის დანიშნულები არ არიან სანდოები და პირადი მრჩევლები დანიშნა. როგორ ფიქრობთ, ის პირადი ხალხი ამის შესწავლას არ დაიწყებს? რა თქმა უნდა, დაიწყებს. საბოლოო ჯამში ამ ხალხს იმდენი რამე აქვთ გაკეთებული, რომ ხელისუფლების ცვლილება მათთვის სასიცოცხლოდ დაუშვებელი ამბავია, - ამბობს გვარამია.