აქციები პროტესტის მშვიდობიანი ფორმაა და სასამართლო პროცესებს ხელს არ უშლის - ბასილაია
მიხეილ საკააშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, 29 ნოემბერს სასამართლსთან გამართული აქცია მესამე პრეზიდენტის სასამართლოში მისვლას ხელს არ შეუშლის. ბასილაიას თქმით, სააკაშვილი ჩამოსვლის დღიდან ითხოვს სასამართლოს წინაშე წარდგენას.
მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლის დღიდან ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესები ჩანიშნულიყო და მისცემოდა შესაძლებლობა პროცესებზე დასწრების, "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო. ის რომ აქციები იქნება, არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს არ უნდა მიეცეს სასამართლოში გადასვლის შესაძლებლობა. ეს აქციები არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.