ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ - მიხეილ სააკაშვილი

25.11.21 15:13
ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ - მიხეილ სააკაშვილი

ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს წევრის, საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის საქმეს.

მისი თქმით, ამ ყველაფერს "ერთად უნდა მოუღონ ბოლო": 

ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის და ქვეყნისთვის! ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ გაიყიდა!
ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს.
ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!"- წერს სააკაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. 

ჩანაწერების მიხედვითკი დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და ენმ-ს დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. 

რამდენიმე დღეში ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვლილი ნახეს. 

ოპოზიციის ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით ატერორებდნენ. ჩანაწერში ფიგურორებენ  ყოფილი ძალოვანები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. 

 

მსგავსი სიახლეები