ფუტკარაძის საქმე - გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე პოლიციაში, გამოკითხვაზე, დაიბარეს. კირთაძემ "ტვ პირველს" უთხრა, რომ ის საგამოძიებო ორგანოში მისვლას აპირებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
ჩანაწერების მიხედვით კი დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და ენმ-ს დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.
რამდენიმე დღეში ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვლილი ნახეს.
ოპოზიციის ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის, დავალებით ატერორებდნენ. ჩანაწერში ფიგურორებენ ყოფილი ძალოვანები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.