გორის ჰოსპიტალში უკრაინის ელჩის მრჩეველი მივიდა

25.11.21 15:22
გორის ჰოსპიტალში უკრაინის ელჩის მრჩეველი მივიდა

ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც მკურნალობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადის, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.

უკრაინის ელჩის მრჩეველს, ანდრეი კასანიოვს შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 

უცნობია, რას უკავშირდება უკრაინის ელჩის მრჩევლის, ანდრეი კასიანოვის,  ვიზიტი გორის ჰოსპიტალში.