ალეკო ელისაშვილს მეოთხე ბრალი გააცნეს - რას ედავებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს

31.07.26 20:40
ალეკო ელისაშვილს მეოთხე ბრალი გააცნეს - რას ედავებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც სასამართლომ უკვე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ახალი ბრალი წაუყენეს. ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პოლიტიკოსს ბრალდება სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის მუხლით გააცნეს. პროკურატურა ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე მოწმე პოლიციელთან შელაპარაკებასა და მის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამოყენებას ედავება.

რა გახდა, სახელმწიფო ბრალდების შეფასებით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის საფუძველი? „პირველების“ ინფორმაციით, გამოძიება ელისაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელის, შოთა ჭოპაშვილის, მისამართით ნათქვამ ფრაზას დაეყრდნო. სწორედ ამ პოლიციელს ადანაშაულებდა ელისაშვილი მოსამართლის თანდასწრებით ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში და მას „არაკაცი“ უწოდა. ამ დრომდე უცნობია, მოჰყვა თუ არა სამართლებრივი რეაგირება თავად პოლიციელის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს და დაიწყო თუ არა შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება.

„პირველების“ ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის შუამდგომლობით პროკურორმა ანა ხუჯაშვილმა მიმართა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმე პოლიციელის მისამართით გამოყენებული სიტყვა „არაკაცი“ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები