პარტიის თავმჯდომარის გარეშე ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა - რას ამბობს თინა ბოკუჩავა და რას პასუხობენ ენმ-ში

31.07.26 20:43
პარტიის თავმჯდომარის გარეშე ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა - რას ამბობს თინა ბოკუჩავა და რას პასუხობენ ენმ-ში

რატომ ჩაინიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე თბილისში არ იმყოფებოდა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ახლა პარტიის ლიდერებმა უნდა უპასუხონ. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ თანაგუნდელებმა იცოდნენ - ის დედაქალაქში არ იყო და გადამწყვეტ შეხვედრას ვერ დაესწრებოდა, თუმცა სხდომა მაინც გაიმართა.

ჩნდება კითხვა, რატომ დარჩა ბოკუჩავა იმ პროცესის მიღმა, სადაც პარტიის სამომავლო მართვასა და ხელმძღვანელობის ცვლილებაზე მსჯელობდნენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი წინასწარ იყო ცნობილი და შეხვედრაზე დასასწრებად წევრები რეგიონებიდან თბილისში ჩამოვიდნენ. ამ განცხადებით შეკრების ორგანიზატორებმა მიანიშნეს, რომ დედაქალაქში ჩამოსვლა აჭარიდან თინა ბოკუჩავასაც შეეძლო.

ახლა მთავარი კითხვაა, დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა 5 აგვისტოს დაგეგმილ პარტიის ყრილობას, სადაც უნდა გადაწყდეს, ვინ ჩაიბარებს „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სადავეებს. თავად ბოკუჩავა ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. პარტიაში კი აცხადებენ, რომ ყრილობა სწრაფად უნდა ჩატარდეს და ცვლილებების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები