დეპუტატებს სააკაშვილთან არ უშვებენ, თუ ამას არ დაესმება წერტილი, პრეზიდენტი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს - ადვოკატი

25.11.21 15:29
დეპუტატებს სააკაშვილთან არ უშვებენ, თუ ამას არ დაესმება წერტილი, პრეზიდენტი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ ეძლევათ.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა,  თუ აღნიშნულს წერტილი არ დაესმება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.

ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყონებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები