ჩემს ძმას სიცოცხლე მოუსწრაფა და მარტო რატომ უნდა შევხვდე? - გარდაცვლილი დეპუტატის და რიჟვაძეს არ შეხვდა

25.11.21 15:41
ჩემს ძმას სიცოცხლე მოუსწრაფა და მარტო რატომ უნდა შევხვდე? - გარდაცვლილი დეპუტატის და რიჟვაძეს არ შეხვდა

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიანი პროტესტის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ მხოლოდ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დასთან ისურვა შეხვედრა რაზეც ჭირისუფლისგან უარი მიიღო.

ნაზი ფუტკარაძე ამბობს, რომ რიჟვაძეს ოპოზიციის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება. 

შეხვედრას ვითხოვთ მთელი საკრებულოს წევრები. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები, მათ შორის, მეც. ტელევიზიების თანდასწრებით. ის ითხოვს ჩემთან შევედრას. მარტო, დახურულ კარს მიღმა არ ვიცი, რა უნდა შემომთავაზოს. ჩემს ძმაზე რა ზეწოლაც იყო და რამაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა, ახლა უნდა ავდგე და თვალებში შევხედეო ადამიანს? ერთი ტანმხლების უფლებასაც კი არ მაძლევენ"- თქვა ნაზი ფუტკარაძემ.

მსგავსი სიახლეები