ლაშა ფარულავას ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს

02.08.26 14:32
ლაშა ფარულავას ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს

ენმ-ის ერთ-ერთი წევრის, ლაშა ფარულავას ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს.

როგორც ფარულავა წერს, მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა.

ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს!

მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა

ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გადაიყვანეს

საგულისხმოა, რომ ვანო ზარდიაშვილის ანაზღაურებამ 2025 წლის განმავლობაში 215 218 ლარი შეადგინა

ხალხს კი ორჯერ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაეთიშა

ქოცების გამო სწორედ ასეთ შედეგს ვიღებთ, როდესაც სახელმწიფო უწყებებში პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიული ნიშნით დანიშნული კადრები, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და უპასუხისმგებლობა დომინირებს

თუმცა მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია:

მხოლოდ ზარდიაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, ან რატომ ინარჩუნებს კვლავ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის მაღალანაზღაურებად თანამდებობას?

სწორედ ნარმანია გვიმტკიცებდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება აუცილებელი იყო, რათა ავარიული გათიშვები აღარ განმეორებულიყო

რეალობაში კი საქართველო ორჯერ ჩაბნელდა!

თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაშინ ის მხოლოდ ერთ ადამიანს არ უნდა შეეხოს

ასევე, ბიძინა ივანიშვილის კრიპტო-მაინინგთან დაკავშირებული ბიზნესების ელექტროენერგიის ტარიფებზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია!,- წერს ფარულავა.

“პირველები“ ინფორმაციას ამოწმებს, დაზუსტებისთანავე მასალა განახლდება.